22:31 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 23:58:34, 381 ნახვა

პოლიტიკა
ეკონომიკური გუნდის მინისტრები რიგგარეშე სხდომაზე დასწრების საჭიროებას ვერ ხედავენ

ეკონომიკური გუნდის მინისტრები ქუთაისში ხვალ საპარლამენტო რიგგარეშე სხდომაზე დასწრების საჭიროებას ვერ ხედავენ.

4როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ საკომიტეტო სხდომაზე მთავრობის წევრებმა საკუთარი ხედვები უკვე წარმოადგინეს.

„მე დღეს პარლამენტის წევრებთან ვიყავი, მათ შორის ოპოზიციის საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა იყო და მათ  ჩვენი ხედვები გავაცანით, აქედან გამომდინარე  ჩვენ ხვალ განსხვავებულს იქ ვერაფერს ვერ ვიტყვით“,-აღნიშნა ნოდარ ხადურმა. 

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობამ პარლამენტის წევრებს საკუთარი ხედვა უკვე გააცნო და ხვალ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს.

„მე მგონია, რომ მთავრობამ ნათლად წარმოადგინა თავისი ხედვა, ამის შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკური ვნებათა ღელვის  გაღვივება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. პარლამენტი, თუ შეიკრიბება რა თქმა უნდა  ჩვენ ამ ინსტიტუტებს პატივს ვცემთ და პარამენტში მივალთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი თვალსაზრისით ამის საჭიროება დღეს არ არსებობს“,-აღიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების  სხდომა დაახლოებით  6 საათზე მეტი მიმდინარეობდა და ამჟამად უკვე დასრულდა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ  პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პარლამენტში რიგგარეშე სხდომა სავარაუდოდ 13 მარტს გაიმართება, სადაც ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე იმსჯელებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics