01:39 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 12:28:54, 326 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში დიპლომატიის გამარჯვებაზე საუბრობს

შერიგებისა და სამოქალაო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი 2011 წელს საქართველო-რუსეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას დიპლომატიის გამარჯვებად აფასებს.

როგორც ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, 2011 წელს, რუსეთმა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის, საქართველოსთან დადებულ ხელშეკრულებაში საერთოდ არ ახსენა აფხაზეთი და სამაჩაბლო.

„2008 წლის საომარი მოქმედებების რაღაც პოზიციები რუსეთმა ცნო, მაგრამ არ უცნია მსოფლიოს და არც საქართველოს, ამიტომ არაფერი სიახლე არ მომხდარა. სიახლე რაც არის, 2011 წელს მართლაც მოეწერა ხელი საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო შეთანხმებას, სადაც მკაფიოდ არის საუბარი, იგულისხმება ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და ნახსენები არ არის საერთოდ არც აფხაზეთი და არც სამხრეთ ოსეთი. შესაბამისად, ეს არის პირველი დოკუმენტი, ხელმოწერილი რუსეთის მიერ საქართველოსთან, ეხება ამ რეგიონებს მაგრამ ნახსენები არაა. ეს არის საქართველოს დიპლომატიის გამარჯვება თავის დროზე. ეს გაგრძელდება, როცა რუსეთმა დაუშვა თავისი გაწევინებისთვის მსოფლიო ეკონომიკურ ორგანიზაციაში, დაუშვა არაღიარების პოლიტიკა, მან არ აღიარა მის მიერ ადრე დაშვებული აღიარება. მან პრაქტიკულად გამოტოვა თავის ტერმინოლოგიაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ბუნებრივია ეს ეხება მხოლოდ საქართველოს“,-განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. საპასუხოდ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics