17:59 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 17:45:08, 419 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: ინფრასტრუქტურის სამინისტროში შესყიდვების ნაწილში პრობლემებზე გუნდში ყოფნისასაც ვსაუბრობდით

"რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქუტურის სამინისტროში შესყიდვების ნაწილში რომ პრობლემები არსებობდა,  ამაზე ვსაუბრობდით,  როცა გუნდის თანამონაწილენი ვიყავით",-ამის შესახებ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე  ირაკლი ჩიქოვანმა  ჟურნალისტებს ნოდარ ჯავახიშვილის განცხადების კომენტირებისას  განუცხადა.
მისივე თქმით, მისასალმებელია, როცა ამ პრობლემებზე დღეს "სამინისტროში  ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი წარმომადგენელი საუბრობს".
"რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის ყველაზე დიდი მხარჯველი ამ ქვეყანაში. ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი მოდის სწორედ ამ უწყებაზე. აღნიშნულ სამინისტროში შესყიდვების ნაწილში რომ პრობლემები არსებობდა ეს ჩვენ კარგად ვიცოდით და ვსაუბრობდით კიდეც მათზე, როცა გუნდის თანამონაწილენი ვიყავით. მისასალმებელია, როცა დღეს ამაზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი წარმომადგენელი ამ სამინისტროში. როგორც ჩანს, ვიღაცა ფიქრობს, რომ პრობლემები არსებობს. მათ მოგვარებას ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ, მაგრამ ყველა დანახარჯი, რომელიც უკანონოდ მიადგა ბიუჯეტს, უნდა იქნას შესაბამისად პასუხგაცემული",-განაცხადა  ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, შავლიაშვილის  მოადგილე  ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ   ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკლებად წარმატებულია. მან  მუნიციპალიტეტების მართველებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ დადასტურდა, რომ რაიონის  გამგებლები ტენდერებში არასწორად მონაწილეობენ და გავლენას ახდენენ მის შედეგებზე, ყველა ფაქტი გამოკვლეული იქნება: " გამგებლების თავები გაგორდება",-აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics