17:58 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 17:38:53, 407 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: ნოდარ ჯავახიშვილის პოზიციაში უნდა გავერკვეთ

ნოდარ ჯავახიშვილის პოზიციაში უნდა გავერკვეთ - ის ინფრასტრუქტურის მინისტრია, მინისტრის მოადგილე, თუ კიდევ უფრო მეტი ფუქნცია აქვს მთავრობაში,-ამის შესახებ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ზურაბ აბაშიძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას აღნიშნა.
მისივე თქმით, პრობლემები სახეზეა და არა მხოლოდ  რეგიონებში, თბილისშიც უამრავლი ინფრასტრუქტურული პროექტია ჩავარდნილი.
"ნოდარ ჯავახიშვილთან დაკავშირებით მე მაინტერესებს და ალბათ უნდა გავერკვეთ მის პოზიციაში. ის არის ინფრასტრუქტურის მინისტრი, მინისტრის მოადგილე, თუ კიდევ უფრო მეტი ფუნქციები აქვს მთავრობაში. რა თქმა უნდა, ზოგადად პრობლემები რომ სახეზეა, ამას ყველანი ვხედავთ და არა მარტო რეგიონებში, დედაქალაქშიც უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტია ჩავარდნილი და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რა მდგომარეობაშიც არის ქვეყნის ეკონომიკა",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, შავლიაშვილის  მოადგილე  ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ   ინფრასტრუქტურის მინისტრი ნაკლებად წარმატებულია. მან  მუნიციპალიტეტების მართველებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ დადასტურდა, რომ რაიონის  გამგებლები ტენდერებში არასწორად მონაწილეობენ და გავლენას ახდენენ მის შედეგებზე, ყველა ფაქტი გამოკვლეული იქნება: " გამგებლების თავები გაგორდება",-აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics