17:58 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 12:16:34, 393 ნახვა

პოლიტიკა
სევდია უგრეხელიძე: ნარმანიას საკრებულოსთან შეხვედრის ეშინია

"დავით ნარმანიას საკრებულოსთან შეხვედრის ეშინია",-ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სევდია უგრეხელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
უგრეხელიძის თქმით,  დავით ნარმანიამ იმედი გამოთქვა, რომ მის საკრებულოში მოსაწვევად 13 დეპუტატის ხელმოწერა არ შეგროვდება.
"ჩვენ გვსურს მერთან დედაქალაში არსებულ პრობლემებზე ვისაუბროთ, თუმცა სამწუხაროდ, მერი ამისთვის განწყობილი არ არის. მან ერთ-ერთ ერთერში განაცხადა, რომ იმედია, 10 ადამიანს აქვს ხელი მოწერილი და მეტი ხელს აღარ მოაწერს. ამით მან ნიშანი მისცა უმრავლესობას, რომ ხელს თუ არ მოაწერენ, ნახავენ რაც მოხდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მერს ეშინია, შეხვდეს საკრებულოს ამ მწვავე პრობლემების განსახილველად. იცით, რომ იგი არის ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილი ყმა, მაგრამ ამ შემთხვევაში ის უნდა იყოს ყურმოჭრილი ყმა თავისი ამომრჩევლის. ის აგრესია კი, რომელსაც ნარმანია ავლენს იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მხარს უჭერს ამ ინიციატივას, სრულიად გაუმართლებელია იმ სიტუაციაში, როცა ქალაქი ასეთ გასაჭირშია",-აღნიშნა უგრეხელიძემ და აქვე დასძინა, რომ  პროცედურულად, დედაქალაქის მერის საკრებულოში მისასვლელად,  13 დეპუტატის ხმაა საჭირო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics