2015-03-07 09:37:54, 414 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვერენჩხილაძე: პრეზიდენტი პარლამენტში მარტის ბოლოს მივა
„პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლას მომავალ სასესიო კვირას გეგმავს“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კვენერჩხილაძის თქმით, პრეზიდენტის მოხსენების თარიღი, კონკრეტული დღე დასაზუსტებელია და ამაზე გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს.
მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატს პარლამენტი ადგენს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან