17:59 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 17:28:58, 322 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსს ანა ონიშჩენკოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა დაუდასტურეს და რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობა აღნიშნეს.

შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემეტაციის პროცესი, ევროინტეგრაციის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. ხაზი გაესვა აღნიშნულ საკითხებზე  გამოცდილების სისტემატურად ურთიერთგაზიარების აუცილებლობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინის რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის მზადების პროცესსა და მოლოდინებზე; ამ მხრივ პოზიციების შეჯერებისა და კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე.

„ჩვენ ერთად ვმუშაობთ უკრაინის მხარესთან. მომავალ კვირაში იგეგმება ასევე, სამმხრივი შეხვედრა მოლდოვას, უკრაინას, საქართველოს მინისტრთა მოადგილეების დონეზე, რათა შემუშავდეს ერთიანი მიდგომა, როგორც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის პროცესში, ასევე, რიგის სამიტისთვის ჩვენი მზადების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ერთნაირი საგარეო პოლიტიკური მისწრაფებები და სამწუხაროდ, მსგავსი საგარეო პოლიტიკური გამოწვევები. შესაბამისად, ჩვენი ძალისხმევა უნდა იყოს ძლიერი ამ მიმართულებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრის შემდეგ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics