17:59 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 17:42:45, 377 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტს სერ გრეჰემ უოტსონს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტს, სერ გრეჰემ უოტსონს უმასპინძლა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის პროცესსა და პარტნიორი ქვეყნების ინტერესებთან მის შესაბამისობაზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადებაზე, მოსახლეობასთან კომუნიკაციის სტრატეგიის გაძლიერებასა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე. 

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების აღსრულების ფარგლებში დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დახმარების მნიშვნელობას.  

შეხვედრაზე, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე ისაუბრეს.

 სერ უოტსონმა განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს წვლილი ავღანეთის ISAF-ის მისიაში. 
ინფორმაციისთვის, ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი ევროპის ლიბერალური პარტიების ერთ-ერთი დიდი გაერთიანებაა, სადაც გაწევრიანებულია ევროპის ქვეყნების 57 პარტია. ევროპის მაშტაბით ALDE სიდიდით მეოთხე ალიანსია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics