11:59 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 12:35:01, 862 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი გერლიანზე: გამოსაძიებელია, როგორ მოხდა მისი საქართველოში შემოსვლის ხელშეწყობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის დაკავებას ეხმაურება.

კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს ეფექტური ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, გამოსაძიებელია, როგორ და ვისი ხელშეწყობით  შემოვიდა სავარაუდო დამნაშავე საქართველოში:

„მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს  ეფექტური ღონისძიებისთვის, როდესაც მოხდა სავარაუდო დამნაშავის დაკავება. ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგია, რომ ძალიან ეფექტურად 3 დღე-ღამის განმავლობაში ფაქტობრივად  მთელი სამინისტრო  მუშაობდა განუწყვეტელ რეჟიმში. ძალიან  ეფექტური ღონისძიების შედეგად მოხდა სავარაუდო დამნაშავის დაკავება, თუმცა სპეციალური გამოძიების საგანი უნდა გახდეს, როგორ მოხდა სავარაუდო დამნაშავის შემოსვლა,მათ შორის  საიდან მოხდა შემოსვლა, როგორ მოხდა ამის  ხელშეწყობა. ვფიქრობთ, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და ამ კითხვებს პასუხი უნდა  გაეცეს“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კანონიერი ქურდობის ბრალდებით დაკავებულ დავით გერლიანს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics