2015-02-22 16:06:50, 882 ნახვა
მსოფლიო
კიევში "ღირსების მარში" დაიწყო
კიევში, ინსტიტუტის ქუჩიდან "ღირსების მარში" უკვე დაიწყო. ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, მოლდოვასა და სხვა ქვეყნების პრეზიდენტები პეტრო პოროშენკოსთან და არსენ იაცენუკთან ერთად სიმბოლურ მსვლელობაში იღებენ მონაწილეობას.
"ღირსების მარშში" უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიპატიჟებით დელეგაციასთან ერთად, გიორგი მარგველაშვილიც მონაწილეობს.
კიევში ღონისძიებები „ღირსების რევოლუციის“ წლისთავთან დაკავშირებით იმართება. შარშან უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან