22:16 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-07 23:11:55, 2955 ნახვა

პოლიტიკა
სანიკიძე - ჩემ შეკითხვებზე ვერ (სუს-მა) მიპასუხეს - ვიდეო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან პოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე გამოიკითხა. 

გამოკითხვის დასრულებსი შემდეგ სანიკიძემ განაცხადა, რომ სუს-ის ყველა შეკითხვას გასცა პასუხი.  

"შეკითხვები ჰქონდათ ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით და არ დავმალავ, მეც მქონდა მათთან შეკითხვები - მე ყველა შეკითხვას გავეცი პასუხი, მათ ჩემს შეკითხვებს პასუხი ვერ გასცეს" - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, გამოკითხვა გუბაზ სანიკიძის სატელევიზიო ეთერს შეეხებოდა - "ამ ეთერთან დაკავშირებით, სანიკიძემ [სუს-ს] დეტალურად აუხსნა ყველაფერი, რაც იმ ეთერში მოისმინა საზოგადოებამ".

"აბსოლუტურად ყველა დასმულ შეკითხვას გაეცა ამომწურავი და დეტალური პასუხი, მათ შორის, იყო ისეთი მნიშვნელობის  საკითხები, რაც თვითონ სუს-ს, თუ ნამდვილად აქვს ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ინტერესი, ძალიან გამოადგება". - თქვა ბასილაიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი და გივი თარგამაძე 7 მარტს დაიბარა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
12-13 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics