10:27 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-25 12:53:03, 2248 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა: პირველ ტურში მონაწილეობა 63 სკოლის 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა ონლაინ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 63 სკოლის გუნდებმა მიიღეს.

თითოეული სკოლის გუნდი დაკომპლექტებულია 5 მოსწავლისგან, რომელთაგან სამმა მოსწავლემ წერა მათემატიკის, ორმა კი ფიზიკის ტექსტი. 

პირველი ტურის შედეგად გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ ეტაპზე. აქ მოსწავლეები ერთმანეთს გუნდურად, პრაქტიკული დავალებების შესრულებაში შეეჯიბრებიან და იმუშავებენ STEM პროექტზე.

ამასთან, ფინალურ ეტაპამდე მონაწილე გუნდებს ჩაუტარდებათ 40 საათიანი ციფრული ინჟინერიისა და პროგრამირების კურსი, რომელსაც კომაროვის სკოლის STEM მიმართულების პროფესიონალთა გუნდი გაუძღვება. 

ოლიმპიადის გამარჯვებულ გუნდს კი საქართველოს ბანკისგან გადაეცემა ფულადი პრიზი. 

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის შესარჩევ, ონლაინ ტურში მონაწილეობა 160 სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში, ხორციელდება ერთობლივი პროექტი - STEM სკოლა, რომელიც VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, გაიარონ STEM სკოლის ერთწლიანი სასწავლო კურსი ონლაინ და მიიღონ სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. STEM სკოლაში რეგისტრაცია მიმდინარეობს და 2 მარტს დასრულდება. 

STEM სკოლაში სწავლის მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics