12:22 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-21 12:50:18, 366 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპმა ყველა ქვეყანას დამატებით 10%-იანი დროებითი გლობალური ტარიფები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი დროებითი გლობალური ტარიფები დააწესა, რომელიც ძალაში დაუყოვნებლივ შედის. 

ახალი სატარიფო გეგმა ძალაში მომდევნო 150 დღის განმავლობაში იქნება.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ბრძანება ძალაში 24 თებერვალს შევა.

როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, ტარიფების დაწესებით მას სურს, დაიცვას ქვეყანა. შესაბამისად, დონალდ ტრამპის განმარტებით, დღევანდელი 10%-იანი ტარიფები 1974 წლის სავაჭრო კანონის ფარგლებში ამოქმედდება.

გუშინ, 20 თებერვალს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უკანონოდ ცნო.

უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ცალმხრივად დააწესა ფართომასშტაბიანი ტარიფები მთელ მსოფლიოში.

თავდაპირველად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სხვადასხვა ქვეყნისთვის 10%-დან 49%-მდე ტარიფების დაწესების შესახებ 2025 წლის 3 აპრილს განაცხადა. 

დონალდ ტრამპის სამიზნეები გახდნენ როგორც მოკავშირეები, ასევე კონკურენტები, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ევროკავშირი და ჩინეთი, რომლის მიმართაც, 5 აპრილიდან 34%-იანი ტარიფი ამოქმედდა.

აშშ-ის პრეზიდენტს უნივერსალური 10%-იანი ტარიფი დაწესებული ჰქონდა იმპორტზე ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, სომხეთისთვისა და აზერბაიჯანისთვის.

სიაში არ იყო რუსეთი. ასევე, ახალი ტარიფები არ ეხებოდა კანადასა და მექსიკას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics