14:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 16:23:34, 323 ნახვა

პოლიტიკა
ლავროვი: თუ ნატო საქართველოს ალიანსში „ჩათრევას“ შეეცდება, რუსეთი შესაბამის ზომებს მიმართავს

თუ ნატო საქართველოს ალიანსში „ჩასათრევად“  პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი საპასუხოდ  მზადაა შესაბამის ზომებს მიმართოს“, -ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც ნატო თბილისის  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში „ჩათრევას“ ცდილობს, მნიშვნელოვანია საქართველოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება დაევალოს.

„იმ ფონზე, როდესაც ნატო თბილისის  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში “ჩათრევას“ ცდილობს, მნიშვნელოვანია მივაღწიოთ იმ დოკუმენტის გაფორმებას, რომელიც საქართველოს  ძალის არ გამოყენებას იურიდიულად  დაავალდებულებს. ეს დოკუმენტი იქნება წინაპირობა იმისა, რომ 2008 წლის მოვლენები არ გამეორდეს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მან ასევე  რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“  ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებაზეც ისაუბრა.

 „დღეს ერთად გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი ურთიერთობების გასაღრმავებლად, რომელიც თავის მხრივ, დაასრულებს სპეკულაციებს თემაზე-რა ურთიერთობები არსებობს ჩვენს სახელმწიფოებს შორის. ჩვენ ასევე განვიხილეთ შეთანხმებული ნაბიჯები საერთაშორისო ასპარეზზე. მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებებში რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციების მონაწილეობაზე“,-განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით სანაკოევმა  „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“  ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics