11:54 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-18 12:57:04, 623 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ნაკრები დღეს შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს- საქართველოს ბანკი  საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შესარჩევ ციკლს საქართველო ბულგარეთთან გასვლითი შეხვედრით დაასრულებს. მატჩი სოფიაში, 18 ნოემბერს, 23:45-ზე გაიმართება. ბულგარეთი ჩვენი ჯგუფის გამოკვეთილი აუტსაიდერია და ცხადია, ამ ეტაპის დასრულებას დადებითი განწყობით ველოდებით. 

ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, ვილი სანიოლი ნაკრებში მუშაობას კვლავ გააგრძელებს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, ნოემბრის მატჩები  შემდეგი შესარჩევი ციკლის სამზადისი იქნება.

შეგახსენებთმ რომ ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფში 15 ქულით ესპანეთი ლიდერობს. თურქეთი 12 ქულით მეორე პოზიციაზეა, ხოლო ვილი სანიოლის გუნდი ამ ეტაპზე 3 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. ბოლო ადგილს ბულგარეთი იკავებს, რომელსაც ქულა კვლავ არ მოუპოვებია.

„უზომოდ მოტივირებული ჩანს ჩინებულ ფორმაში მყოფი ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც ოქტომბრის თამაშებს, ასევე ტრავმის გამო, 100%-იანი მზადყოფნით ვერ შეხვდა. ხვიჩას თქმით, ამჟამად იგი გაცილებით კარგ ფორმაში იმყოფება და გულშემატკივართან მიმართებაში მთელი ნაკრები უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობს. “მომავალი წლისთვის მზადებას ახლა ვიწყებთ”, - აღნიშნა პარი სენ-ჟერმენის შემტევმა.

“ყველაზე მთავარი ჩემთვის ის არის, რომ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს - სამომავლოდ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, როცა ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაშობ, დაცვაში შეცდომები მინიმუმამდე უნდა დაიყვანო”,- მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ.

ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ფეხბურთელებს. საქართველოს ბანკი - საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics