08:55 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-12 09:45:32, 1313 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი - რუსეთი უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განლაგების იდეას არ ეთანხმება

რუსეთი უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განლაგების იდეას არ ეთანხმება - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ტელეკომპანია ABC-თან ინტერვიუში განაცხადა.

ასევე, პესკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან კონფლიქტის რეგულირება რთული საკითხია და ეს ერთ დოკუმენტზე ხელმოწერით ვერ მოხდება.

"კონფლიქტის რეგულირების პროცესი სავსეა მცირე დეტალებით, რომლებიც როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მომავლისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" - თქვა მან.

პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის საკითხი დიპლომატიური გზით მოგვარდეს.

მანამდე, პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. ის კიევს პირდაპირი საუბრების დაწყებას 15 მაისიდან სთავაზობს. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"კიევის ხელისუფლებას ვთავაზობთ განაახლონ მოლაპარაკებები, რომლებიც თავად შეწყვიტეს 2022 წლის ბოლოს, განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები, წინასწარი დათქმების გარეშე. გაჭიანურების გარეშე დაწყებას ვთავაზობთ უკვე მომდევნო ხუთშაბათიდან, 15 მაისიდან, სტამბოლში, იქ, სადაც [მოლაპარაკებები] ადრე ტარდებოდა და იქ, სადაც ის შეწყვიტეს." - თქვა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics