10:27 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-01 09:53:28, 1018 ნახვა

ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა - უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მზადდება
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მზადდება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

„ჩვენ გვჭირდება აშშ-ის ჩართულობა და ლიდერობა სამშვიდობო ძალისხმევებში. არამხოლოდ უკრაინას, არამედ მსოფლიოს სჭირდება ეს. ჩვენ მივესალმებით აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი სახელმწიფოსთვის სამართლიანი, მდგრადი და ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევისკენ“, – განაცხადა სიბიგამ.

მისი თქმით, რომში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძალიან შინაარსიანი და ღირებული შეხვედრა გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

„ეს მართლაც იყო შეხვედრა ახალი ელემენტებით“, – აღნიშნა სიბიგამ.

მისი თქმით, ამჟამად გრძელდება კონსულტაციები მოკავშირეებს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ადგილისა და ფორმატის განსაზღვრის მიზნით.

„მთავარია შინაარსობრივი დატვირთვა და შედეგი. ახლა ჩვენი ყველა ძალისხმევა მიმართულია სამართლიანი მშვიდობის მიღწევისკენ და ამ გზაზე ფუნდამენტური ნაბიჯი უნდა იყოს უპირობო ზავის დამყარება, რომელიც უკრაინამ უპირობოდ მიიღო. ახლა ჩვენ ერთობლივად უნდა ვაიძულოთ რუსეთი, რომ მივიღოთ მკაფიო თანხმობა უპირობო ზავის შეთავაზებაზე ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე“, – აღნიშნა სიბიგამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა არასდროს ყოფილა დაბრკოლება მშვიდობის მიღწევისთვის.

„ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ძალისხმევის გაგრძელება და იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, რომელიც მალე უნდა გაიმართოს, იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამართლიანი მშვიდობის მიღწევის გზაზე“, – აღნიშნა სიბიგამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics