11:59 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-25 10:11:10, 1335 ნახვა

ომი უკრაინაში
სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს

რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს, თუმცა არსებობს ამ შეთანხმების რამდენიმე ელემენტი, რომელიც უნდა დამუშავდეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. პრეზიდენტის განცხადებაში ნახსენებია შეთანხმება და ჩვენ მზად ვართ შეთანხმების მისაღწევად, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული კონკრეტული პუნქტები, ამ შეთანხმების ელემენტები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს და ჩვენ სწორედ ამ პროცესით ვართ დაკავებულები”, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, ლავროვის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა შეთანხმების ეს ელემენტები, ამიტომ ამის გაკეთება მისი მხრიდან მიზანშეწონილი არ არის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი კვლავაც განაგრძობს კონტაქტების შენარჩუნებას ამერიკულ მხარესთან უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

„არსებობს რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ - პირველ რიგში, იმიტომ, რომ პრეზიდენტი ტრამპი, შესაძლოა, ერთადერთი ლიდერია დედამიწაზე, რომელიც აღიარებს ამ სიტუაციის ძირეული მიზეზების მოგვარების აუცილებლობას, როდესაც მან თქვა, რომ უკრაინის ნატო-სკენ წაყვანა უდიდესი შეცდომა იყო და რომ ეს ბაიდენის ადმინისტრაციის შეცდომა და მას მისი გამოსწორება სურს“, - განაცხადა ლავროვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics