14:29 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-15 10:56:57, 332 ნახვა

საზოგადოება
არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდში სამოქალაქო საზოგადოებას „უსაფრთხო ქალაქი“ გააცნო

ქ. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო საზოგადოებასა შსს-ს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შსს–ს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ შსს ადმინისტრაციისა და გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებთან ერთად მოქალაქეებს პროექტ „უსაფრთხო ქალაქის“ ფარგლებში დანაშაულის პრევენციის, დანაშაულთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის და სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოს, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრას, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ადგილობრივი თვითთმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

შს მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ  ზუგდიდში სამოქალაქო საზოგადოება და მედია ძალიან აქტიურია, რაც მათთან ურთიერთობას უფრო კომფორტულს ხდის.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში საზოგადოებასთან შეხვედრები  საქართველოს რეგიონებში კვლავ გაგრძელდება და სულ ათ ქალაქში ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა მონაწილეობას მმართველობის პროცესში და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის საზოგადოებაში ინფორმირებულობის ამაღლებას, ასევე დანაშაულის პრევენციას და თემისთვის აქტუალურ საკითხებზე  რეაგირებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge
თურნავა: თუ იმედის ბანკის შექმნაზე განაცხადი შემოვა, განვიხილავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics