15:14 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-08 16:39:03, 947 ნახვა

სპეციალური ანონსი
„არა რუსულ რეჟიმს“ - პარლამენტთან დღეს აქცია გაიმართება

„არა რუსულ რეჟიმს“ - ამ ლოზუნგით დღეს, 8 მაისს პარლამენტთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი" სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დაფიონის" ცნობით, აქცია 20:00 საათზე დაიწყება.

„მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს უწყვეთ აქციებს 8 მაისს. ვიკრიბებით პარლამენტის წინ, 8 საათზე, შემდგომ კი ისევ გვექნება ხმაურიანი, ენერგიული, მტკიცე და პატრიოტული მსვლელობა კანონის სრული დაცვით! დღევანდელი მსველობისთვის გიმზადებთ სიურპრიზს, დღეს უფრო მკაფიოდ უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა ყველას და ყველგან! ყოველდღე უფრო ბევრნი და ერთიანი უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ერთიან ერს ვერავინ მოერევა! საქართველო ჩვენია და მის დასაცვად ჩვენი ერთიანობაა საჭირო! გელოდებით ყველას, პარლამენტის წინ" - ნათქვამია „დაფიონის" განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics