13:32 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 14:22:47, 529 ნახვა

ეკონომიკა
ხადური: ნახევარლიტრიან ლუდზე აქციზი 10 თეთრით გაიზრდება

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ადგილობრივ და უცხოური წარმოების ნახევარლიტრიან ბოთლ ლუდზე აქციზი 10 თეთრით გაიზრდება.

ამის შესახებ ხადურმა რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრომ ლუდის მწარმოებლებთან მოლაპარაკებების შედეგად, აქციზის ამოქმედება გარკვეული დროით გადაიდო.
„ლუდის მწარმოებლებთან გვქონდა კომუნიკაცია, ოქტომბრიდან დაწყებული რამდენჯერ შევხვდით მათ. იმის გამო, რომ მათ ვადა სჭირდებოდათ, ჩვენ ლუდის აქციზის ამოქმედება გადავავადეთ, ასევე  გავანახევრეთ გასაზრდელი აქციზი. მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით, ადგილობრივი და უცხოური წარმოების ნახევარლიტრიან ბოთლ ლუდზე აქციზი 10 თეთრით გაიზრდება“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics