15:59 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-08 12:21:55, 803 ნახვა

კომენტარი
ელენე ხოშტარიას შეფასებით, რუსეთთან ურთიერთობის პარალელურად, ნატო-ში შესვლა ილუზიაა

ექსპერტის ელენე ხოშტარიას შეფასებით, მთავრობა ქმნის ილუზიას, რომ რუსეთთან დავარეგულირებთ ურთიერთობას და ამავე დროს, ნატო-ს წევრი ქვეყანა გავხდებით.

ამის შესახებ ხოშტარიამ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობაში არის ჯგუფი, რომელიც პრორუსულად არის განწყობილი და აკეთებს გზავნილს, რომ რუსეთთან ვაჭრობა საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზაა.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ვარდების რევოლუციის შეჩერება, მაინც ძალიან ძლიერად, აქტიურად და პროფესიონალურად შეცვალეს სტრატეგია. ჩვენზე ზეგავლენის მოსახდენად, მათ გააერთიანეს ძლიერი და სუსტი ძალა. რბილი ძალის გამოყენებით, რუსეთი ცდილობს ეტაპობრივად შეუმჩნევლად შეცვალოს საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტი. ფაქტია, რომ ამჟამად მთავრობაში არის სულ მცირე ჯგუფი, მკაფიოდ პრორუსული ძალები, რომლებიც საკმაოდ ხმამაღლა საუბრობენ პრორუსულ შესაძლებლობებზე. ნინო ბურჯანაძე როგორც კი მოსკოვიდან ჩამოვიდა, მოკვდა როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ ახლა მარტო ბურჯანაძე კი არა, სამწუხაროდ, ამჟამინდელი მთავრობა ღიად უჭერს მხარს ამ დისკუსს, პრორუსულს, ანტიევროპულს. ფინანსური მხარდაჭერა აქვთ მედიას, აკეთებს ისეთ გზავნილს, რომ რუსეთთან ვაჭრობა არის გადამრჩენი საქართველოსი, რომ ჩვენ მთელი ეკონომიკა ამაზე უნდა ავაგოთ. ქმნის ილუზიას, რომ შეგვიძლია დავარეგულიროთ რუსეთთან ურთიერთობა და გავხდეთ ნატო-ს წევრები. საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა დეგრადაციას განიცდის“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics