02:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-04 13:20:22, 566 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა

საქართველოს ბანკის მიერ, ქართული YouTube ეკოსისტემისა და კრეატორების გაძლიერებისთვის შექმნილი პროექტ Creator-ის გამარჯვებული ცნობილია. 

მთელი სეზონის განმავლობაში, 9 მონაწილე ფინალში მოსახვედრად ერთმანეთს ეჯიბრებოდა, ბოლო ეპიზოდში კი მხოლოდ 2 მონაწილე - ვერიკო ბაზალი (Veriko Bazali) და ომარ კაკუშაძე (WildDoc) გადავიდა. 

ფინალისტების გამოვლენა ჟიურისა და მაყურებლების შეფასების საფუძველზე მოხდა. პროექტის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა. მას საქართველოს ბანკისგან გადაეცა ფულადი პრიზი 20 000 ლარის ოდენობით. 

"ჩემი პირველი ემოცია სიხარულთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობის შეგრძნება იყო. გახდე Creator-ის გამარჯვებული ნიშნავს, რომ ადამიანები გენდობიან და შენი სჯერათ. ეს ის მომენტია, როცა არ გაქვს უფლება გაჩერდე. გარდა ამისა, ახლა უფრო მეტი ყურადღებაა შენზე, თუ რას და როგორ გააკეთებ - ხარისხი, სიხშირე, საინტერესო შინაარსი. ეს, ერთი მხრივ, გამოწვევაა და, მეორე მხრივ, პასუხისმგებლობა და ნდობა, რომელიც ჟიურიმ და მაყურებელმა გამომიცხადა - რაც ჩემთვის ძალიან დასაფასებელია და ძალიან მადლიერი ვარ ამის. ამ პროექტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა შესაძლებლობებში და გამარჯვებამ მომცა ძალა და თავდაჯერება, ვაკეთო ის, რაც მინდა - ამისათვის კი საჭიროა, გადადგა პირველი ნაბიჯები და შემდეგ არ გაჩერდე", - აღნიშნავს ვერიკო ბაზალი. 

ინფორმაციისთვის, Creator-ის პროექტში დამწყებ იუთუბერებს აფასებდნენ, გამოცდილებას უზიარებდნენ და ახალ დავალებებს აძლევდნენ უკვე კარგად გამოცდილი და ცნობილი კრეატორები: დათო ალავიძე (ჰიტა), გიორგი მახარაშვილი (საეჭვო კაცი) და ნიკა კაკოიშვილი (კაკო). ამასთან, მუდმივ ჟიურისთან ერთად ყოველ ეპიზოდს ჰყავდა მოწვეული სტუმარი, იუთუბერი მენტორი, რომელიც დამწყებ კრეატორებს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებდა და დავალების შესრულებაში ეხმარებოდა.

ფინალური ეპიზოდის სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://www.youtube.com/@argacherde





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics