02:47 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-05 12:26:52, 5101 ნახვა

ეკონომიკა
„ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს, რომ საქმიანობას აგრძელებს

გუშინ, 5 დეკემბერს, „ბათუმის ნავთობტერმინალში“ 3 ხელმძღვანელი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს ტერმინალის რეზერვუარებში არსებული – 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 000 000 ლარს აღემატება.

„შპს ბათუმის ნავთობტერმინალი გაცნობებთ, რომ ტერმინალის ყველა მუშაკი იმყოფება სამუშაო ადგილზე. ტერმინალი ახორციელებს თავის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ტერმინალისა და მისი მუშაკების სამართლებრივი ინტერესები და უფლებები სრულიად დაცულია.

გამოძიების საიდუმლოების დაცვის მიზნით, კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი”თავს იკავებს დამატებითი კომენტარებისგან,“ – აღნიშნულია „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიერ დღეს, 5 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics