19:18 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-24 14:47:26, 1261 ნახვა

პოლიტიკა
უნგრეთის საგარეო მინისტრი ადასტურებს, რომ EU-ის შეხვედრებისას ლავროვს ხშირად უკავშირდებოდა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ადასტურებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ევროკავშირის შეხვედრების დროს ხშირად უკავშირდებოდა.

პიტერ სიიარტოს კომენტარს Euronews ავრცელებს.

"დიახ, არის საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ ჩვენს პარტნიორებთან ევროპის კავშირის ფარგლებს გარეთ. მე ვესაუბრები არა მხოლოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არამედ ჩვენს ამერიკელ, თურქ, ისრაელელ, სერბ და სხვა პარტნიორებსაც ევროკავშირის შეხვედრებამდე და შემდეგ. რასაც მე ვამბობ, შეიძლება მკაცრად ჟღერდეს, მაგრამ დიპლომატია ნიშნავს სხვა ქვეყნების ლიდერებთან საუბარს", - აცხადებს სიიარტო.

ცნობისთვის, ამერიკულმა გამოცემა Washington Post-მა ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ევროკავშირის შეხვედრების მიმდინარეობის შესახებ ცნობებს რეგულარულად აწვდიდა.

გამოცემის წყაროს ცნობით, სიიარტო ევროკავშირის შეხვედრების შესვენებების დროს ლავროვს ხშირად ურეკავდა, რათა მისთვის განხილული საკითხების და შესაძლო გადაწყვეტილებების შესახებ ცნობები მიეწოდებინა.

Washington Post-თან ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ფარული ზარების წყალობით, "მრავალი წლის განმავლობაში ევროკავშირის ყველა შეხვედრაზე მოსკოვი ფაქტობრივად მოლაპარაკებების მაგიდასთან იმყოფებოდა".

WP წერს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სიიარტომ მოსკოვში 16 ოფიციალური ვიზიტი განახორციელა, რომელთაგან ბოლო 2026 წლის 4 მარტს შედგა, როდესაც ის პუტინს შეხვდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics