03:46 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-03 11:21:08, 8832 ნახვა

სპორტი
საბა გოგლიჩიძე კარიერას უდინეზეში გააგრძელებს

იტალიური კლუბ „ემპოლის“ ქართველი მცველი საბა გოგლიჩიძე კარიერას უდინეზეში გააგრძელებს.

მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, 21 წლის მცველს უკვე ელოდებიან ახალ კლუბში, სადაც ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს მოაწერს ხელს.

რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე „ემპოლის“ დატოვებს. განიხილებოდა „პარმა“ და „სასუოლო“, მაგრამ „უდინეზემ“ ყველა აჯობა. მხარეებმა დაახლოებით 4-4,5 მილიონი ევროს ოდენობის შეთანხმებას მიაღწიეს.

თუ ბოლო მომენტში რაიმე მოულოდნელი არ მოხდა, „უდინეზე“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს მომავალ კვირას ოფიციალურად წარადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics