13:15 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-14 13:53:33, 4215 ნახვა

ომი უკრაინაში
ჰაიდი კლუმზე დაკვირვება მიმდინარეობს-მოდელი კორონავირუსს არ გამორიცხავს

13 მარტს მოდელმა და ტელეწამყვანმა ჰაიდი ლკუმმა საკუთარ "ინსტაგრამზე" ვიდეო გაავრცელა, რომლიდანაც ჩანს, რომ ის ავადაა. კლუმმა საკუთარ "ფოლოვერებს" მიმართა და უთხრა, რომ რაც შეიძლება ფრთხილად იყვნენ, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და ირგვლივ მყოფ ხალხს.
ყველაზე რთული ის გარემოება გახლავთ, რომ მოდელი კალიფორნიაში, კერძოდ ქალაქ პასადენაში იმყოფება, სადაც როგორც აღმოჩნდა COVID-19-ის ტესტების მწვავე დეფიციტია.
მოდელის თქმით მან თავი შეუძლოდ შოუ America's Got Talent-ის გადამღებ მოედანზე იგრძნო, რის შემდეგაც თვითიზოლაციაში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო, რათა შესაძლო დაავადება სხვა ადამიანებს არ გადასდოს.
 

"ყველაფერი მაღალი სიცხით, ხველით და თავის ტკივილით დაიწყო, მე თავს უკეთ ვერ ვგრძნობ",-ამბობს ჰაიდი "ინსტაგრამ" ვიდეოში.

"მინდოდა კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება, მაგრამ აქ მისი დეფიციტია",-დაამატა კლუმმა მიმართვის ბოლოს.
მოდელი კორონავირუსს იმიტომ ვერ გამორიცხავს, რომ ამ კვირეების მანძილზე კონტაქტი გადამღებ მოედანზე ბევრ ადამიანთან ჰქონდა, შესაძლოა მათ შორის ინფიცირებულებიც ყოფილიყვნენ.
"თუ თავს ცუდად გრძნობთ უბრალოდ დარჩით სახლში"- ურჩია თაყვანისმცემლებს მოდელმა.

 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics