2019-06-19 14:51:35, 1631 ნახვა
ევროპის ამბები
ლევან ვასაძე - მე და გიგა ბოკერია ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ცოტა ხანი ნუ შემოიხედავთ
„არასოდეს არ შემშინებია მე ჩემი სამშობლოსთვის არანაირი დაპატიმრების, არაფრის, მაგრამ თუ დამაპატიმრებთ, ერთი პატივი დამდეთ. იმედია, იმას მაინც მიხვდებით, რომ მე თუ დასაპატიმრებელი ვარ, მაშინ გიგა ბოკერია, მაგალითად, არის დასაპატიმრებელი, ვინც არის იდეოლოგი ამ არეულობის მცდელობისა. ერთადერთი თხოვნა მექნება, ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი. მერე მართლა გექნებათ უკვე ჩემი დაკავების ლეგალური მიზეზები. ამას ვამბობ ყოველგვარი იუმორის გარეშე. საერთოდ, მე პირად შეურაცხყოფებებზე არ გადავდივარ, მაგრამ აქ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას კავკასიის რეგიონში“.
ბიზნესმენი ლევან ვასაძე
ავტორი: ექსპრესნიუსი,