11:43 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 18:16:02, 702 ნახვა

სხვადასხვა
ჩინურმა კომპანიამ Apple-ს სასამართლო დავა მოუგო

ჩინურმა კომპანიამ Xintong Tiandi Technology, რომელიც ჩანთებსა და ტყავის სხვადასხვა პროდუქციას iPhone-ის სასაქონლო ნიშნით აწარმოებს, სასამართლო დავა კომპანია Apple-ს მოუგო, - ამის შესახებ Legal Daily იუწყება.

მედიის ინფორმაციით, პეკინის მუნიციპალური სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია Xintong Tiandi Technology გააგრძელებს ტყავის ნაწარმის გამოშვებას სასაქონლო ნიშნით - iPhone.

სმარტფონის მწარმოებელი ჩინური კომპანიისთვის iPhone-ის სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვას ითხოვდა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ 2007 წელს, როდესაც Xintong Tiandi-მ სასაქონლო ნიშანზე განაცხადა შეიტანა, iPhone ცნობილი ბრენდი იყო ჩინეთში.

ცნობისთვის, ჩინეთში Apple-ის სმარტფონები 2009 წლიდან იყიდება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, კი აღნიშნული გადაწყვეტილება Apple-ს პრობლემებს არ შეუქმნის. აღსანიშნავია, რომ Apple-ი მსგავს სიტუაციაში უკვე იყო; 2012 წელს Apple-მა ჩინურ კომპანია Proview International Holdings Ltd 60 მილიონი დოლარი გადაუხადა, იმისათვის, რომ ჩინურ კომპანიას iPad სასაქონლო ნიშნით მონიტორები ეწარმოებინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics