20:37 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-11 12:41:39, 2110 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება – კენჭისყრა 12 მარტს

ევროპარლამენტი დღეს საქართველოს საკითხზე დებატებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ევროპარლამენტმა გაავრცელა.

ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის მიხედვით, დებატების თემაა – „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“. განხილვა გაიმართება ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შესაძლო დარღვევების საკითხზე.

დებატების ფარგლებში ევროპარლამენტარები იმსჯელებენ საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ მიმდინარე საქმეებსა და პოლიტიკურ ვითარებაზე.

ევროპარლამენტარები აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას ხუთშაბათს, 12 მარტს, კენჭს უყრიან. ევროპარლამენტში მომზადებულ რეზოლუციის პროექტებში საუბარია საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობაზე, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებებზე და ევროკავშირის მხრიდან შესაძლო შემდგომ ნაბიჯებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics