2015-02-17 09:37:27, 569 ნახვა
სამართალი
წინასწარი ინფორმაციით, გლდანში ჩხუბის შედეგად სამართალდამცველი დაიჭრა
გლდანში გვიან ღამით ერთმანეთს რამდენიმე პირი დაუპირისპირდა.
„რუსთავი 2“–ის ინფორმაციით, ახალგაზრდები სვამდნენ, რა დროსაც ერთმანეთში შელაპარაკება მოუვიდათ.
ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა, რასაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ბიჭებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, გავრცელებული ვერსიით, ერთერთმა ახალგაზრდამ პოლიციელს იარაღი წაართვა და გაისროლა. ადილობრივი მაცხოვრებლის თქმით, ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთმა პირმა პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.
ცნობილი ხდება, რომ ჩხუბის შედეგად ერთი სამართალდამცველი დაიჭრა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ამ დრომდე არ ადასტურებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან