20:02 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-07 15:47:43, 685 ნახვა

სპორტი
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში დამარცხდა

პარიზის ოლიმპიური თამაშების მე-12 საშეჯიბრო დღეს ასპარეზში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ლაშა გობაძე (87 კგ) ჩაება.

მსოფლიო ჩემპიონი და ამავე რანგის ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ასევე ევროპის ჩემპიონატების თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი ქართველი ფალავანი ოლიმპიურ ხალიჩაზე გამოსვლას მერვედფინალიდან შეუდგა.

მან პირველ შეხვედრაში ალჟირელ ბაშირ სიდ აზარა 2-1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

გობაძე მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქეს, სემენ ნოვიკოვს დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:8 დამარცხდა.

ქართველი სპორტსმენი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსს იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ ნოვიკოვი ფინალში გასვლას მოახერხებს.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ნახევარფინალური დაპირისპირებები 20:00 საათიდან დაიწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics