|
2015-01-06 18:49:32, 1559 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიგა ბოკერია: ნათქვამია, თუ საქმის გაფუჭება გინდა საბჭო უნდა შექმნაო
„ილია ჭავჭავაძესაც აქვს ნათქვამი, თუ საქმის გაფუჭება გინდა საბჭო უნდა შექმნაო. ზუსტად ეს არის ივანიშვილის გუნდის ლოზუნგი და დევიზი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა ბოკერიამ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნული საბჭოს შექმნა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ივანიშვილის გუნდს საქმის კეთება არ შეუძლია. „საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს შექმნა, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისი, რომ ივანიშვილის გუნდს საქმის კეთება არ შეუძლია და იმის ნაცვლად, რომ რეალური საქმე აკეთოს ახალ კომისიებს ქმნის. საგარეო პოლიტიკის კოორდინირება არის მთელი მინისტრთა კაბინეტის საქმე, ამისთვის არსებობს მინისტრთა კაბინეტი. რაც შეეხება მეორე უშიშროების საბჭოს სექმნას, რომ ის საბჭო რისთვისღა არის ? ილია ჭავჭავაძესაც აქვს ნათქვამი, თუ საქმის გაფუჭება გინდა საბჭო უნდა შექმნაო. ეს ივანიშვილის გუნდის ლოზუნგი და დევიზია“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. მინისტრებთან ერთად საბჭოს სხდომაში პარლამენტის წევრი თედო ჯაფარიძეც მონაწილეობს. მისი განმარტებით, საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო არ შექმნილა იმის გამო, რომ ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკის მიმართულებით პრობლემები აქვს. ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საგარეო მიმართულებით, 2014 წელი ძალიან წარმატებული იყო და საბჭოს სხდომის ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით უწყებებს შორის უფრო მეტი კოორდინაცია მოხდეს. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შეიქმნა. საბჭო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების შესახებ რეკომენდაციებს შეიმუშავებს და კოორდინაციას ყველა იმ სუბიექტს შორის მოახდენს, რომლებიც საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში არიან ჩართულები. ახლადშექმნილ საბჭოს პრემიერ–მინისტრი ხელმძღვანელობს.
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)