11:55 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 18:53:52, 705 ნახვა

სხვადასხვა
მესის პატარა თაყვანისმცემელი მურთაზა მუქარის მსხვერპლი გახდა

არგენტინელი ფეხბურთელის ლიონელ მესის 5 წლის თაყვანისმცემელი, ავღანელი ბიჭუნას მურთაზა აჰმადის ოჯახი იძულებული გახდა, ავღანეთი დაეტოვებინა და საცხოვრებლად პაკისტანში გადასულიყო, - ამის შესახებ BBC ბიჭუნას მამაზე დაყრდნობით იუწყება. 

როგორც ბიჭუნას მამამ BBC-სთან საუბრისას განაცხადა, მას შემდეგ, რაც მისი შვილი ცნობილი გახდა, ოჯახმა მუქარის შემცველი არაერთი შეტყობინება მიიღო. მამაკაცის თქმით, მათ ღაზნის პროვინციაში სახლი დატოვეს, რადგან იქ დარჩენა ოჯახისთვის საფრთხის შემცველი იყო.

შეგახსენებთ, რომ მურთაზა აჰმადი პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ინტერნეტში ფოტოები გავრცელდა, სადაც მას პოლიეთილენის პარკისგან გაკეთებული მესის მაისური აცვია. ინტერნეტში ფოტოს გავრცელების შემდეგ არგენტინელმა ფეხბურთელმა, მესიმ თავის პატარა თაყვანისმცემელს საკუთარი ხელმოწერით ორი მაისური და ბურთი გაუგზავნა. 

“რამდენიმე დღის წინ ადგილობრივმა განგსტერმა დამირეკა. ის ფიქრობს, რომ რადგან ჩემმა შვილმა მესისგან მაისურები მიიღო, მას ფულიც გამოუგზავნეს. ის ფულის გამოძალვას ცდილობდა”, - განაცხადა არიფ აჰმადიმ BBC-სთან საუბრისას.

მურთაზას ოჯახის შვიდი წევრი პაკისტანის ქალაქ კვეტაში გადასახლდა. მათ ერთ ოთახში უწევთ ცხოვრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics