22:35 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-09 08:47:10, 1042 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთი არა ომის დასრულებაზე, არამედ მეტის დაპყრობასა და განადგურებაზე ფიქრობს

დონეცკის ოლქში მდებარე დობროპოლიეზე რუსულ იერიშს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

"მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა სამაშველო სამუშაოები დონეცკის ოლქის დობროპოლიეში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი, კომბინირებული იერიში. დარტყმა გათვლილი იყო ისე, რომ მაქსიმალურად დიდი ზიანი მიეყენებინა. რაკეტები, ასევე შაჰედები ქალაქის ცენტრში. იერიშის ქვეშ მოყვა 9 საცხოვრებელი სახლი, სავაჭრო ცენტრი, მაღაზიები.

სამწუხაროდ, 11 ადამიანი დაიღუპა. ვიზიარებ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას. დაღუპულთა შორის არის სამაშველო სამსახურის თანამშრომელი. განმეორებით იერიში სამაშველო სამუშაოების დაწყების დროს მოხდა. 

დაჭრილია 50 ადამიანი, დაჭრილთა შორის არის 7 ბავშვი, ყველა პატარა 10 წლის გოგონაა". – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ "რუსეთი არა ომის დასრულებაზე, არამედ რაც შეიძლება მეტის დაპყრობასა და განადგურებაზე ფიქრობს, სანამ სამყარო ამის უფლებას აძლევს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics