11:48 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-05 10:55:31, 1198 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთში დღეს რეფერენდუმი გაიმართება

საბერძნეთში დღეს რეფერენდუმი გაიმართება, რომლითაც მოსახლეობა გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა კრედიტორების მიერ წამოყენებული პირობები. ფინანსთა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აღნიშნული პირობების მიღების შემთხვევაში, ის თანამდებობას დატოვებს.

ანის ვარუფაკისმა კრედიტორები ბერძნების „ტერორიზირებაში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ევროპა ტრილიონ ევროს დაკარგავს, თუკი საბერძნეთის კოლაფსს დაუშვებს.

მემარცხენე მინისტრმა  საზოგადოებას კრედიტორთა გეგმის უარყოფისაკენ მოუწოდა და უგულებელყო ქვეყნის ევროპელი პარტნიორების გაფრთხილება იმის შესახებ, რომ კრედიტორთა პირობების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში საბერძნეთმა, შესაძლოა, ევროზონა დატოვოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics