14:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-15 17:15:50, 618 ნახვა

საზოგადოება
მთავრობა ბათუმში მედრესეს შენობას შეისყიდის, სამუფთო რეზიდენციის შენობას კი, მუსლიმ თემს გადასცემს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, აჭარის მუსლიმური ლიდერების მიმართვის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მონაწილეობით, ბათუმში სასულიერო სასწავლებლის (მედრესეს) განთავსების მიზნით შენობას შეისყიდის.
ასევე, თვის ბოლომდე მოხდება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციის შენობის შესყიდვა, რომელიც მუსლიმ თემს გადაეცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის „ორთა ჯამეში“ გამოათავისუფლებს დამატებით ფართს, რომლის რეორგანიზაციის შედეგად ბათუმის მეჩეთში ღია ცის ქვეშ ლოცვის პრობლემა მოიხსნება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები აჭარის მუსლიმთა თემის სულიერ ლიდერებს დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ გააცნო.
აჭარის მუსლიმი თემის მიმართვის დაკმაყოფილებასთან ერთად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს კეთილი ნება, რომლის თანახმად, კომუნისტურ პერიოდში მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურება მოხდება. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მუსლიმ სასულიერო პირებს საშუალება მისცა, მიეღოთ ფინანსური რესურსი, როგორც რელიგიური მსახურების წარმართვის, ისე პრობლემების ნაწილობრივ მოგვარების მიზნით.
გარდა ამისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეჩეთების გადაცემის პროცესი. ამასთან, სახელმწიფო უახლოეს მომავალში დააზუსტებს აჭარაში მოქმედი იმ მეჩეთების ნუსხას, რომლებიც, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, შესაძლოა სამართავად მუსლიმ თემს გადაეცეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics