|
2017-09-28 10:45:39, 1755 ნახვა
Lifestyle
ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა
ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება. კომპანია Playboy Enterprises Inc-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამია, რომ ჰეფნერი საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ჯიუ ჰეფნერმა Playboy-ს გამოშვება საკუთარ სამზარეულოში, 1953 წელს დაიწყო. აპირველი ნომერი 51-ათასიანი ტირაჟით გამოვიდა. აღნიშნული ბრენდი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მთელ მსოფლიოში. დღესდღეობით ჟურნალი თვეში 7-მილიონიანი ტირაჟით გამოდის და მამაკაცების ყველაზე მოთხოვნად ჟურნალად ითვლება. დღეს Playboy-ს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ენაზე გამოიცემა. როგორც ადრე თავად ჰეფნერი აღნიშნავდა Playboy არასდროს ყოფილა მისთვის უბრალო ჟურნალი, სექსუალური შინაარსით. " Playboy არის ჟურნალი ცხოვრების სტილზე (lifestyle-ზე), რომლის ერთ-ერთი ძირითადი ასფექტი სექსია", - აცხადებდა ჰიუ ჰეფნერი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)