|
2015-04-26 18:14:44, 3078 ნახვა
კულტურა
”შავფაროსნებმა” რომის ფესტივალის საუკეთესო მონაწილის სტატუსი მოიპოვეს
„შავფაროსნები“ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მასშტაბურ ფესტივალზე „Natale di Roma“ ევროპის 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელს შორის საუკეთესო მონაწილის სტატუსი მოიპოვეს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელით, რომის ფესტივალზე ქართული კულტურის რამდენიმე მიმართულება, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნებმა” და ანსამბლმა ”ჩვენებურებმა” წარადგინეს. ქართველების გამოსვლამ „Natale di Roma“-ს ასეულ ათასობით მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და უცხოური მედიის ინტერესის ობიექტიც გახდა. ევროპის უძველესი დედაქალაქის რომის დაარსებისადმი მიძღვნილი ფესტივალის სანახავად ტურისტები იტალიაში მთელი მსოფლიოდან ჩადიან, რადგან ამ დღეს რომში ევროპის ანტიკური ისტორია ცოცხლდება. ფესტივალის ფარგლებში რომის ისტორიულ ქუჩები იკეტება და ოთხ კილომეტრიანი კოსტიუმირებული აღლუმი იმართება. აღლუმზე, რომელსაც მაყურებლის უწყვეტი ნაკადი მიუყვება, ყველა ქვეყანა საკუთარ კულტურას და საბრძოლო ისტორიას წარადგენს. მსვლელობის დროს ყველაზე დიდი ოვაციებითა და აპლოდისმენტებით მაყურებელი სწორედ ”შავფაროსნების” გამოსვლას შეხვდა. ჩირკო მასიმოს მოედანზე კი, სადაც Natale di Roma-ს ფინალური ნაწილი იმართება , ანსამბლ ”ჩვენებურების” შესრულებული ქართული სიმღერის ფონზე, შავფაროსნების საბრძოლო შოუმ არათუ მხოლოდ მაყურებელი, ფესტივალის ორგანიზატორებიც აღაფრთოვანა. მათი გადაწყვეტილებით, საქართველომ Natale di Roma-ს საუკეთესო მონაწილის სტატუსი მიიღო. რომში წარმატებული გამოსვლის შედეგად ”შავფაროსნებმა” ბულგარეთიდან და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან მიწვევაც მიიღეს.
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)