02:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-10 14:18:59, 517 ნახვა

სამართალი
შალვა აბულაძის მეგობარ რამინ მამედოვს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძის მეგობარს, რამინ მამედოვს, აღკვეთი ღონისძიების სახით, 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე ეკა არეშიძემ მიიღო. იმ შემთხვევაში, თუკი მამედოვი სასამართლოს მიერ დაკისრებულ გირაოს თანხას  გადაიხდის, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდება. მამედოვს უფლება ეძლევა თანხის ნაცვლად, უძრავი ქონება ჩადოს.

გამოძიება რამინ მამედოვს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავება. დაკავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მამედოვს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს, რათა ზეწოლის გზით,  მისი მეგობრის, შალვა აბულაძის ადგილსამყოფელი დაედგინათ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2015 წლის 2 ივნისს 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics