15:00 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 18:52:56, 1456 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ნიკა მელია: ირაკლი კობახიძე, რბილად, რომ ვთქვათ „ქართული ოცნების“ დეფექტს წარმოაჩენს

პარლამენტის თავმჯდომარე, განვმეორდები და ვიტყვი, ქართული ოცნების“ რბილად, რომ ვთქვათ „დეფექტს“ წარმოადგენს“,-ასე შეაფასა  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მელიას თქმით, პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს თანამდებობისთვის შესაფერისი გამოცდილება არ აქვს.

„წინასაარჩევნო კამპანიაში,  ის განსაკუთრებით გამოირჩეოდა ზიზღისა და სიძულვილის ენით. სწორედ ამიტომ ვთქვი და ვამბობ, ნათლად წარმოაჩენს  „ქართული ოცნების“ რბილად, რომ ვთქვათ დეფექტს.  დიახ, ეს არის ის ადამიანი, რომელიც დღეს  თავმჯდომარედ დანიშნეს. მთავარი საკონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ აირჩია ბიძინა ივანიშვილის გუნდმა, რომელსაც უნარიც კი არ შესწევს  იყოს შელამაზებისთვის მაინც  კონსტრუქციული. პრობლემას ვხედავ იმაში, რომ თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც კი  ვინც იცნობს, ბატონ კობახიძეს, მათი არჩევანი რომ ყოფილიყო არ წარადგენდნენ. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი გამოცდილება“,-განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics