13:13 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 11:01:26, 982 ნახვა

მსოფლიო
მოგერინი:რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში  ფედერიკა მოგერინი, რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის დაგეგმილ  ე.წ.  “თანამშრომლობის და ინტეგრაციის“ ხელშეკრულების გაფორმებას გამოეხმაურა.

ფედერიკა მოგერინი მიიჩნევს, რომ ამ შეთანხმების გაფორმება რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას ეწინააღმდეგება  და  რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრ საერთაშრისო ვალდებულებებს აღვევს.

„18 მარტს დაგეგმილი რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ  სამხრეთ ოსეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ.  ხელშეკრულების გაფორმება,  რომელიც ზოგიერთ სფეროში ხელისუფლების გადაცემას ითვალისწინებს, არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მას არ აქვს არანაირი სამართლებრივი საფუძველი“ ,- ნათქვამია ფედერიკა მოგერინის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ  სამხრეთ ოსეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ.  ხელშეკრულებას  მხარეები დღეს მოსკოვში გააფორმებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics