10:37 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 17:30:52, 698 ნახვა

სამხედრო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: "კავკასია-2016"-ის წვრთნის ჩატარების დროს აშშ-საქართველოს სამხედრო სწავლება გავითვალისწინეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მასშტაბური სამხედრო წვრთნის "კავკასია-2016"-ის დაგეგმვისა და ჩატარებისას გაითვალისწინა პარალელურად მიმდინარე ქართულ-ამერიკული სამხედრო სწვალება, - ამის შესახებ, "რია ნოვოსტი" რუსეთის გენშტაბის უფროსზე, გენერალ ვალერი გერასიმოვზე დაყრდნობით იუწყება. 

"რა თქმა უნდა, ჩვენ გავითვალისწინეთ ამერიკულ-ქართული სწავლება, რომელშიც 1500-მდე სამხედრო მონაწილეობდა. ჩვენ მათი მოქმედებები გავითვალისწინეთ", - აღნიშნა გერასიმოვმა.

მედია საშუალების ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული წვრთნა "კავკასია-2016" 5-10 სექტემბერს სამხრეთის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე გაიმართა. სწავლებაში 120 ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობდა. მანევრები ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ასევე ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე ჩატარდა. 

გერასიმოვის თქმით, "კავკასია-2016" გეგმიური წვრთნა იყო და არ ყოფილა მიმართული უკრაინის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა Agile Spirit 2016 1-9 სექტემბერს ჩატარდა. სწავლებაში ექვსი ქვეყნის სამხედროები მონაწილეობდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics