11:36 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-21 16:59:52, 1813 ნახვა

პოლიტიკა სამხედრო
თავდაცვის სამინისტროსთან მოქალაქემ ვეტერანის მოწმობა დაწვა

თავდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქე არჩილ ხაჭაპურიძემ პროტესტის ნიშნად ვეტერანის მოწმობა დაწვა.

ხაჭაპურიძემ ამ ფორმით უკრაინაში დაღუპული ქართველ სამხედროსთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება გააპროტესტა.

როგორც ვეტერანი ამბობს, აღნიშნული განცხადების გავრცელების  შემდეგ, სამარცხვინოა ის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ მოწმობას ატარებდეს.

მან ასევე ვეტერანების პენსიაც გააპროტესტა და განაცხადა: „ერთ დროს სამშობლოსთვის მებრძოლი ადამიანები და ახლა ვეტერანად წოდებული ჯარისკაცები სამარცხვინო 22 ლარს არ უნდა იღებდნენ“.

თავდაცვის სამინისტროსთან, მინდია ჯანელიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია კვლავ მიმდინარეობს.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

ცნობისთვის, ქართველი სამხედროს 31 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის უკრაინაში დაღუპვასთან დაკავშირებით გუშინ, თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც უწყება, გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახის წევრებს უსამძიმრებს. თუმცა, თავდაცვის უწყებამ  ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალების გამო პასუხიმსგებლობა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს დააკისრა.

„თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ, არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2008 წლის დეკემბრიდან, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველზე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან”,-აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics