17:21 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 17:49:44, 519 ნახვა

საზოგადოება
დავით უსუფაშვილმა აშშ–ში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს მიუსამძიმრა

პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს წევრების სახელით აშშ–ში დაღუპული ქართველი კურსანტების სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის ოჯახებს მიუსამძიმრა.
„მოხდა ტრაგედია, რომელმაც ორი ქართველი კურსანტის სიცოცხლე შეიწირა. მსურს თქვენი სახელით მივუსამძიმრო მათი ოჯახის წევრებს და ყველა ქართველ ჯარისკაცს, რომლებიც სხვადასხვა ადგილებში მსახურობენ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
ცნობისთვის, რიგითი სოსო ალექსანდრეს ძე მაკარიძე და რიგითი ბესარიონ კახას ძე გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.  ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა.  რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
აშშ და ირანი მოლაპარაკებების განახლებასა და გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics