|
2015-02-21 12:16:31, 831 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროში გაჩერებული მშენებლობებისთვის დაგეგმილ შეღავათებზე ისაუბრეს
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2008 წლის შემდგომ გაჩერებული მშენებლობებისთვის დაგეგმილ საგადასახადო შეღავათებზე ისაუბრეს ფინანსთა სამინისტროსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებმა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. უწყების ინფრომაციით, შეხვედრას ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი დაესწრნენ. შეხვედრაზე საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტზე და იმ კონკრეტულ ინსტრუმენტებზე იმსჯელეს, რომლებიც სამშენებლო კომპანიებს საშუალებას მისცემს დაასრულონ მშენებლობები და შეასრულონ მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულებები. როგორც აღინიშნა, შემოთავაზებული საგადასახადო შეღავათები წესდება სწორედ დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)