2016-04-10 12:05:06, 1072 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთში ტაძარში გაჩენილი ცეცხლის შედეგად, სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა
ინდოეთის სამხრეთ რეგიონში, კერალას შტატში მდებარე ტაძრის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი, დაშავდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივი საახალწლო ფესტივალის აღსანიშნავად, ტაძარში ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, რა დროსაც ფოიერვერკი აფეთქდა, ხანძარი გაჩნდა და შენობა ჩამოინგრა.
აფეთქების შემდეგ, ტაძრის ტერიტორიაზე ასობით ადამიანი მივიდა, რომლებიც საკუთარი ნათესავებისა და მეგობრების მოძებნას ცდილობენ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი და სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან