19:50 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 11:16:19, 1085 ნახვა

სხვადასხვა
Maroon 5 ბათუმში 7 ივნისს კონცერტს გამართავს

პროექტ check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში რობი უილიამსის გარდა, ჯგუფი Maroon 5, ეროს რამაზოტი და ხოსე კარერასი ჩამოვლენ.

პირველ კონცერტს 24 მაისს ეროს რამაზოტი  თბილისში, სპორტის სასახლეში გამართავს.  შემდეგ 27 მაისს „დინამო არენაზე“ რობი უილიამსი იმღერებს,   7 ივნისს ბათუმში Maroon 5-ის კონცერტი  გაიმართება, ხოლო  18 ივნისს ქუთაისში ხოსე კარერასის კონცერტი მისი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გაიმართება,  როცა ის მსოფლიოს ემშვიდობება.

"ვგულისხმობს მის შემოქმედებით კარიერას. 19 ზე მეტ ქალაქში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარდება ღონისძიებები და ქართველი შემსურლებლები მასში  ძალიან აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას",-განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

მისივე თქმით,  საქართველოში დაგეგმილი ცნობილი ვარსკვლავების კონცერტების ბილეთების ფასები 20-30 ლარიდან დაიწყება, ხოლო მაქსიმალური ფასი 90 ლარი იქნება.

Maroon 5 — ამერიკული პოპ როკ ჯგუფი. იგი ჩამოყალიბდა 1992 წელს, როგორც Kara's Flowers. 2002 წლიდან ცნობილია, როგორც Maroon 5. საერთაშორისო წარმატებას მიაღწია სადებიუტო ალბომით Songs About Jane და სინგლებით Harder to Breathe, This Love, She Will Be Loved და Sunday Morning.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics