23:52 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 14:18:08, 434 ნახვა

საზოგადოება
მეტროსადგურმა „ღრმაღელე“ მუშაობა განაახლა

მეტროსადგურმა „ღრმაღელე“ მუშაობა განაახლა.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინფორმაციით, მეტროპოლიტენის დაკეტილ მონაკვეთზე  მატარებლების მოძრაობა 14:00 საათიდან აღდგა.

შეგახსენებთ, მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ სანიაღვრე კოლექტორის დაზიანების გამო, რამაც გვირაბში წყლის ჩადინება გამოიწვია, მეტროსადგური გუშინ საღამოს 20:30 საათიდან დაიკეტა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში  მუშაობდნენ და მაქსიმალურად მოკლე დროში დაასრულეს გვირაბის დაზიანებული უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე კომპანია „GWP“-ს ბრიგადები, რომლებმაც ასევე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები დაასრულეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics