2026-03-24 17:46:38, 1478 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ხოშტარიას განაჩენი შემზარავი თავდასხმაა დემოკრატიაზე, ფუნდამენტურ უფლებებზე
აქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე ელენე ხოშტარიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.
"პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში: ელენე ხოშტარიას, პოლიტიკური პარტია დროას ლიდერს, რომელიც 6 თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ახლა პატიმრობის 18 თვე მიუსაჯეს. უბრალოდ ბანერზე წარწერისთვის.
ასე ესმის რეჟიმს გამოხატვის თავისუფლება. ეს განაჩენი კიდევ ერთი შემზარავი თავდასხმაა დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე საქართველოში", - წერს ზურაბიშვილი.
კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე საკანცელარიო მარკერით წარწერის - რუსული ოცნება გაკეთებისთვის, მოსამართლე გიორგი არევაძემ ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,